ბოლნისში „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ შტაბში მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დეპუტატი დავით შერაზადიშვილი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას კანდიდატები პირადად გააცნეს.
მათი თქმით, ზამურ ჭითანავა ბოლნისის განვითარებისათვის საჭირო გამოცდილებითა და ხედვით გამოირჩევა, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებას.


ღონისძიების ბოლოს კანდიდატებმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს პარტიის ლიდერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას და ხაზი გაუსვეს, რომ მთავარი მიზანი ბოლნისის პროგრესული და მდგრადი განვითარებაა.