საგამოძიებო სამსახურის უფროსი ქვემო ქართლის სამმართველოში სამუშაო შეხვედრას გამართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის სამმართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
მაღლაკელიძემ ახლად დანიშნულ სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა და მათგან მიიღო ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირებული საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენის, გამოძიებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში არსებული დანაშაულის სტატისტიკა და გახსნის მაჩვენებელი. სამსახურის უფროსმა ასევე დაათვალიერა თანამშრომლების სამუშაო სივრცე და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები განიხილა.