მარნეულელი მშვილდოსანის თიკა შავაძის წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ინფორმაციით – მარნეულელი თიკა შავაძე, მშვილდოსნობაში, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ბათუმში, ანგისას მშვილდოსნების სასროლეთზე, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში ახალგაზრდებს შორის, რომელიც საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

,,ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგონამ, თიკა შავაძემ ( პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი) და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირს ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სიმონ ნოზაძემ, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ხათუნა ნარიმანიძემ, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორმა, მამუკა ნავერიანმა და აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლადო ბოლქვაძემ.

მარნეულის სპორტული სკოლა ულოცავს თიკას მიღწეულ წარმატებას.”-აღნიშნულია განცხადებაში,რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ავრცელებს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading