რუსთავში ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

რუსთავში დასრულდა ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის 200-მდე სპორტსმენმა მიიღო.
🏁 500-მეტრიან დისტანციაზე გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა რუსთავის ტბის სანაპიროზე, სადაც გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა, სპორტის განვითარების ცენტრისა და ნიჩბოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.


🏆 ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით და სპორტის მოყვარულთათვის საინტერესო და სანახაობრივი სპორტული დღეებით გამოირჩეოდა.

