„მანგლისობა 2025“ – ტრადიციული დღესასწაული

მანგლისის ცენტრალურ პარკში გაიმართა ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „მანგლისობა 2025“, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მოეწყო.

🎉 სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, გამოფენა-გაყიდვები და ადგილობრივი ხელოვანებისა თუ მწარმოებლების ნამუშევრები დახვდათ.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, პარლამენტარმა დავით შერაზადიშვილმა და თეთრიწყაროს მერმა გიორგი წიკლაურმა.

მანგლისობა წელსაც ერთგვარი შეხვედრის, ტრადიციების გაზიარებისა და დღესასწაულის დღე გახდა – ადგილი, სადაც მუსიკა, ხელოვნება და თბილი გარემო ერთიან სივრცედ იქცა. 🌿🎶

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading