სანდრო მაჭავარიანმა ახალგაზრდებში მსოფლიოს თასის ბრინჯაო მოიპოვა

ახალგაზრდებს შორის მშვილდოსნობაში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი სლოვენიაში გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა სანდრო მაჭავარიანმა.
🇬🇪 ქართველი სპორტსმენი ორი ეტაპის ჯამში დაგროვებული ქულებით გახდა ბრინჯაოს პრიზიორი:
🏹 ბულგარეთის ეტაპზე მან 644 ქულა დააგროვა, ხოლო სლოვენიის ეტაპზე – 662 ქულა.
📍სანდრო მაჭავარიანის შედეგი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ახალგაზრდული გუნდი მშვილდოსნობაში მზარდ პროგრესს აჩვენებს საერთაშორისო ასპარეზზე.