დუშეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.კ. დააკავა, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ შ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ზ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

🔹 სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს.
🔹 დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading