ზაქარია ხიზანიშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈

ზაქარია ხიზანიშვილი კანოე სპრინტის მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანებს შორის მეორედ გახდა ვიცე-ჩემპიონი! 🏁 200 მეტრიანი დისტანცია მან 54.72 წამში დაფარა და ღირსეული მეორე ადგილი დაიკავა.

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნელი სპორტსმენის წარმატება პოლონეთის ღია პირველობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტსმენმა, აივენგო რიკაძემ, პოლონეთში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. რიკაძემ წარმატებით იასპარეზა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სპორტსმენებთან და ფინალამდე გასვლით მნიშვნელოვნად წარადგინა როგორც საქართველოს, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტი. 🏆 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო სპორტსმენს მიღწეული წარმატებისათვის ულოცავს და მომავალ სპორტულ ასპარეზობებში წარმატებებს უსურვებს.

წაიკითხეთ მეტი

თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა

თბილისმა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა – და როგორ დასამახსოვრებლად!120 ქვეყნის 1205 საუკეთესო მოფარიკავე საქართველოს დედაქალაქში შეიკრიბა, მაგრამ ჩემპიონატის მთავარი გმირი სწორედ ჩვენიანები იყვნენ. 💥 სანდრო ბაზაძემ ისტორია დაწერა!ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი 15:9 დაამარცხა და ინდივიდუალურ ასპარეზობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში. 🏟️ ჩემპიონატის დახურვის ცერემონია “თბილისი არენაზე” გაიმართა, სადაც საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის…

წაიკითხეთ მეტი

სართიჭალაში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა!

სართიჭალაში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა!გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული აქტივობების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. 🏆 ტურნირის ფინალში „იმერლებმა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს „ცენტრი“ და გამარჯვება მოიპოვეს! 🥇 მონაწილე გუნდები მედლებით, სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.🎉 ტურნირი უკვე მეცხრედ ჩატარდა და წლების განმავლობაში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სპორტისადმი ინტერესის წახალისების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.

წაიკითხეთ მეტი

სპორტის სამინისტრო მოტო რეკრეაციული სპორტის ორგანიზაციებისთვის აღიარების განაცხადებს იღებს

საქართველოს სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა მოტო რეკრეაციული სპორტის სახეობაში სპორტული ორგანიზაციების აღიარების განაცხადების მიღება. მსურველებმა განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 9 აგვისტოსა. საჭირო დოკუმენტაცია მოიცავს: დამატებითი ინფორმაცია ტელეფონით: 599 90 80 88დანართების ნახვა შესაძლებელია სპეციალურ ბმულზე: https://cutt.ly/Lwo281Rl

წაიკითხეთ მეტი

ახალგაზრდა პარაოლიმპიელები თურქეთიდან ოთხი მედლით დაბრუნდნენ

თურქეთში გამართული ახალგაზრდული პარალიმპიური ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ოთხი მედლით დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს გულშემატკივრები საზეიმოდ დახვდნენ. ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ და ნატა ოჩიგავამ. ვერცხლი სანდრო მეგრელიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მედლით ცურვაში ზაკო მუშკუდიანი დაბრუნდა. მნიშვნელოვანი წარმატება მოწმობს ახალგაზრდული პარალიმპიური სპორტის მზარდ პოტენციალს და იმ შრომის შედეგს, რომელიც როგორც…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! 🏀

ანდორაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალში საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა — სომხეთი დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 63:60 დაამარცხა! ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა — რაც გუნდისთვის დიდი წარმატებაა! ფინალური მატჩის გმირი სალომე სვანი გახდა: მან 37 წუთში 26 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

წაიკითხეთ მეტი

რბოლა რუსთავში – დაბრუნებული ტრადიცია

რვაწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა წრიული რბოლების ეროვნულ ჩემპიონატს – და ეს დაბრუნება ნამდვილად ეფექტური იყო. გახსნის ცერემონია განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა: საქართველოს ჰიმნი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორკესტრმა შეასრულა, ტრიბუნებზე კი სპორტის გულშემატკივრებთან ერთად მაღალი რანგის სტუმრებიც იმყოფებოდნენ – მათ შორის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილე ირაკლი…

წაიკითხეთ მეტი

სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა სანდრო ბაზაძის სახელი – ქართველი მოფარიკავე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! თბილისის „არენაზე“ გამართულ ფინალში სანდრომ ფრანგი მეტოქე 15:9 დაამარცხა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოცია აჩუქა. ეს გამარჯვება უნიკალურია – მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა არა მხოლოდ საკუთარ კარიერაში, არამედ საქართველოსთვისაც. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »