სპორტის სამინისტრო მოტო რეკრეაციული სპორტის ორგანიზაციებისთვის აღიარების განაცხადებს იღებს

საქართველოს სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა მოტო რეკრეაციული სპორტის სახეობაში სპორტული ორგანიზაციების აღიარების განაცხადების მიღება. მსურველებმა განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 9 აგვისტოსა.

საჭირო დოკუმენტაცია მოიცავს:

  • რეგისტრაციის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან;
  • ორგანიზაციის წესდებას;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას;
  • საქმიანობის ანგარიშსა და ინფორმაციის ფორმებს სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა რაოდენობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია ტელეფონით: 599 90 80 88
დანართების ნახვა შესაძლებელია სპეციალურ ბმულზე: https://cutt.ly/Lwo281Rl

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading