რუსთავის ზაფხულის სპორტული აკადემია მოზარდებს სპორტულ-შემეცნებით გარემოს სთავაზობს

რუსთავის მერია ზაფხულის პერიოდში სპორტულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა „ზაფხულის სპორტული აკადემია“, რომელიც ივლისის ბოლომდე რუსთავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. პროექტში 7-დან 12 წლის ასაკის მოზარდები მონაწილეობენ. აკადემიის მიზანია ბავშვებში სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და აქტიური დასვენების ხელშეწყობა. – ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „რუსთავის სპორტის სასახლემ ისეთი პროექტების დაგეგმვის…

წაიკითხეთ მეტი

ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონია!

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი (-74 კგ) ჩემპიონი გახდა! 🏆 ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე კინწურაშვილმა გზა წარმატებით გაიარა — დაამარცხა ავსტრიელი და ჩეხი სპორტსმენები, ხოლო ნახევარფინალში ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელთან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. კიდევ ერთი წარმატება ქართულ ტაეკვონდოში!

წაიკითხეთ მეტი

შაკო მესხმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა

აბუ-დაბიში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი უკვე მოიპოვა — ვერცხლს ქვეყნისთვის შაკო მესხი (44 კგ) დაეუფლა. მესხმა ფინალში იბრძოლა ინგლისელ პადი ორაჰილთან და დაძაბულ ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირი აქტიურად გრძელდება და ჩვენი ახალგაზრდა მებრძოლების კიდევ არაერთი წარმატება წინაა!

წაიკითხეთ მეტი

ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩრდილოეთ მაკედონიაში საზეიმოდ გაიხსნა – ასპარეზობას საქართველოს 36 ახალგაზრდა სპორტსმენი იწყებს

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ცერემონიას ტრადიციულად დელეგაციების აღლუმი, სპორტსმენებისა და მსაჯების ფიცი, ოლიმპიური დროშის აღმართვა და ოლიმპიური ცეცხლის დანთება ახლდა. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჩვენი დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს მედროშეები გახსნაზე ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი იყვნენ. 21-დან…

წაიკითხეთ მეტი

უნგრეთში გამართული სარეიტინგო ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვებით დასრულდა – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა

უნგრეთში გამართული ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებით დასრულდა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა გიორგი მელიამ მოიპოვა. ფინალში ქართველმა ფალავანმა სომეხი ჰაიკ ხლოიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და იური ლომაძე (72 კგ). ბრინჯაოს მედლები…

წაიკითხეთ მეტი

სპორტის მინისტრი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების გაცილების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას. მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა ქვეყნისთვის საამაყოა. ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 20-26 ივლისს ჩატარდება ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. ფესტივალზე 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი ახალგაზრდა…

წაიკითხეთ მეტი

უნგრეთში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებს სამი მედალი აქვს

უნგრეთში მიმდინარე ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო. ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ტურნირის ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში ტაჯიკი სპორტსმენი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. გამყრელიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა წარმატებით დაასრულა. გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოს მედალი აიღო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან…

წაიკითხეთ მეტი

სპორტის მინისტრმა კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ნაკრების წევრებს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შეხვდა და საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ევროპის ჩემპიონატებზე და პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ღირსეული ასპარეზობისთვის და აღნიშნა, რომ მათი მიღწევები წარმოადგენს ქართული სპორტის განვითარებისა და პროგრესის მნიშვნელოვან მაგალითს.🔹 პლოვდივი, ბულგარეთი — ევროპის ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში:გიორგი კანთელაძემ და…

წაიკითხეთ მეტი

„მუხბე“ JR. NBA Georgia 2025-ის B ლიგის ჩემპიონია!

JR. NBA Georgia 2025-ის B ლიგაში გამარჯვება Cleveland Cavaliers-ის სახელით მოასპარეზე „მუხბემ“ მოიპოვა! გადამწყვეტ, დაძაბულ ფინალში გუნდმა „ჰასლერსი“ (Utah Jazz) დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში Chicago Bulls-ის სახელით მოასპარეზე „მეგამ“ „ოვერტაიმი“ (Dallas Mavericks) დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები და თასები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჯაფარიძემ…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »