მარნეულელი კოტე კაპანაძე ძიუდოს მსოფლიო ტურის გრან სლემში მიიღებს მონაწილეობას!

25-27 ივლისს მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გაიმართება ძიუდოს მსოფლიო ტურის გრან სლემის მორიგი ეტაპი, სადაც საქართველოს სახელით -81 კგ წონით კატეგორიაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტი, კოტე კაპანაძე იასპარეზებს. პირადი მწვრთნელი დავით ხერგიანი. Regionnews-ი უსურვებს კოტე კაპანაძესა და საქართველოს ძიუდოს ნაკრებს წარმატებულ გამოსვლას!

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროს კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირიდან ხუთი მედალი ჩამოიტანეს

12-14 ივლისს ბათუმმა მასპინძლობა გაუწია საერთაშორისო კარატეს ტურნირს — OPEN BATUMI, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმატებით იასპარეზეს თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტურნირზე ხუთი მედლის მოპოვება შეძლეს. პრიზიორები არიან: სპორტსმენების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს — ვასილ მაღლაკელიძეს და მინდია აფციაურს. ტურნირში მონაწილეობა სპორტსმენებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო დონეზე წარდგენის…

წაიკითხეთ მეტი

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ — მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულში“ და ემოციური განცხადება

„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში. „ლივერპულის“ რიგებში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა – ინგლისურმა გრანდმა ამხანაგურ მატჩში „პრესტონი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. ქართველმა…

წაიკითხეთ მეტი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტური რუსთავში!

11 ივლისს, 18:30 საათზე, რუსთავის სპორტის სასახლეში ფრენბურთში 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტური დაიწყება.საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება! დასწრება თავისუფალია — მოდით და ერთად ვგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს!

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ტაეკვონდოისტების წარმატება იმერეთის ღია ჩემპიონატზე!

წყალტუბოში გამართულ იმერეთის ღია ჩემპიონატზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ტაეკვონდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 9 მედალი მოიპოვეს! 55 კგ წონითი კატეგორია მეორე ადგილი-ელდანიზ ნოვრუზოვი 52 კგ წონითი კატეგორია მესამე ადგილი- ლინა შავაძე 52 კგ წონითი კატეგორია მესამე ადგილი- ქეთევან ძირკვაძე სპორტსმენების პირადი მწვრთნელი: ზაზა უმფრიანი 48 კგ წონითი კატეგორია პირველი ადგილი- გიორგი ხვედელიძე 25 კგ…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა

ფიფა-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები, ივნისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების შემდეგ (ფარერებთან 1:0, კაბო ვერდესთან 1:1), ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 1375.23 ქულით 67-ე ადგილზეა.

წაიკითხეთ მეტი

შოთა ჩოჩიშვილი – პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დღეს 75 წლის გახდებოდა

10 ივლისი — განსაკუთრებული დღეა ქართველი გულშემატკივრებისთვის: ისტორიაში პირველი, საბჭოთა კავშირის დროში მოჭიდავე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილი 75 წლის გახდებოდა. მისი სახელი არა მხოლოდ სპორტის მოყვარულებს, არამედ მთელ ერს ახსოვს როგორც დაუძლეველი ნებისყოფის, პროფესიონალიზმისა და ქართული სიძლიერის სიმბოლო. 1950 წლის 10 ივლისს, ქარელის რაიონის სოფელ ღვლევში დაბადებული შოთა ჩოჩიშვილი 21 წლის ასაკში, 1972…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს 23 წლამდე უძლიერეს მამაკაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური პირველი ადგილითა და ორი მედლით დაასრულა

საქართველოს 23 წლამდე უძლიერესმა მამაკაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველით დაასრულა! ნიკა ლეკაიძე (+105 კგ) — ევროპის ჩემპიონი თორნიკე ხუციშვილი (105 კგ) — ვერცხლის მედლის მფლობელი ქართველმა სპორტსმენებმა ბათუმში გამართულ კონტინენტის პირველობაზე გუნდური გამარჯვება მოიპოვეს. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროს ფრენბურთელებმა საქართველოს რეგიონალურ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი მოიპოვეს

დასრულდა საქართველოს 2025 წლის რეგიონალური ასაკობრივი ჩემპიონატი ფრენბურთში (2009–2010 წ.წ.) გოგონებსა და ვაჟებში. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ფრენბურთის სექციის ვაჟთა გუნდმა, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. გუნდის წარმატება მწვრთნელ ინგა ჯაჯანიძის ხელმძღვანელობით მოიპოვა. Regionnews-ი ულოცავს სპორტსმენებს ღირსეულ შედეგს და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს! .

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »