საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა
ფიფა-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები, ივნისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების შემდეგ (ფარერებთან 1:0, კაბო ვერდესთან 1:1), ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 1375.23 ქულით 67-ე ადგილზეა.
