თეთრიწყაროს ფრენბურთელებმა საქართველოს რეგიონალურ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი მოიპოვეს
დასრულდა საქართველოს 2025 წლის რეგიონალური ასაკობრივი ჩემპიონატი ფრენბურთში (2009–2010 წ.წ.) გოგონებსა და ვაჟებში.
ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ფრენბურთის სექციის ვაჟთა გუნდმა, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
გუნდის წარმატება მწვრთნელ ინგა ჯაჯანიძის ხელმძღვანელობით მოიპოვა.
Regionnews-ი ულოცავს სპორტსმენებს ღირსეულ შედეგს და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს!
.

