უნგრეთში გამართული სარეიტინგო ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვებით დასრულდა – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა

უნგრეთში გამართული ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებით დასრულდა.

97kg GR – Giorgi Melia (GEO)

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა გიორგი მელიამ მოიპოვა. ფინალში ქართველმა ფალავანმა სომეხი ჰაიკ ხლოიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საერთო ჯამში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და იური ლომაძე (72 კგ). ბრინჯაოს მედლები კი ლერი აბულაძემ (67 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) დაისაკუთრეს.

67kg GR – Leri Abuladze (GEO)

ტურნირი პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ მნიშვნელოვან სპორტულ ეტაპს წარმოადგენდა და ქართველი მოჭიდავეებისთვის საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ დამტკიცების კარგი საშუალება იყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading