„სააკაძეობა“ ნოსტეში – ღირსეული ტრადიციის აღდგენა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, დიდ მხედართმთავარსა და ქართლის მოურავ გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – „სააკაძეობა“ გაიმართა.
სოფელ ნოსტეში დღესასწაულის აღდგენა შესაძლებელი 35 წლის შემდეგ გიორგი შინჯიკაშვილის მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით პირველად გაიმართა. ტრადიციის აღდგენა ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, მეწარმეთა ნამუშევრებისა და ნორჩი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული პროგრამები – მოეწყო ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები, ხალხურ საკრავთა კონცერტები, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული საბრძოლო ხელოვნების „ხრიდოლის“ სანახაობრივი შოუ.


საზოგადოებას მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
„სააკაძეობა“ ტრადიციულად დასრულდა ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრებით.

საფუძველიანი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ახლა ღირსეულად განაგრძობს არსებობას – ისტორიას აგრძელებენ ისინი, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული.
