საბერძნეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან – ათობით სოფელი ევაკუირებულია

საბერძნეთში 100-ზე მეტ ლოკაციაზე ტყის ხანძარი გაჩნდა. ყველაზე რთული ვითარებაა აქაიას, ზაკინთოსის, კეფალონიისა და ქიოსის კუნძულებზე.

ხელისუფლებამ ათობით სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ძლიერი გვალვა და ქარი ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

საბერძნეთმა ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს დახმარების მიზნით ოთხი სახანძრო თვითმფრინავი სთხოვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading