საქართველოს ეროვნული ფონდი, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს მოქალაქეებისთვის აცხადებს კონკურსს ,,ჩემი_მემკვიდრეობა”

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახადოს ადამიანები, რომლებიც იზიარებენ მემკვიდრეობის მიმართ სიყვარულს, გრძნობენ მათი შენარჩუნება-გავრცელების საჭიროებას, როგორც ერის იდენტობისა და შემოქმედებითობის თვალსაჩინო, ხელშესახებ დადასტურებას.

თუ იცავთ, ზრუნავთ და უფრთხილდებით საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მცირე ფულადი პრიზებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 27 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით შეავსოთ საკონკურსო განაცხადის ფორმა:

https://forms.gle/APkPPWhLxu4qgFDs7

კონკურსი ,,ჩემი მემკვიდრეობა” მოიცავს ოთხ კატეგორიას:

შენობის ან მისი ნაწილის შენარჩუნება, ადაპტაცია და კონსერვაცია;

მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების შენარჩუნება-რესტრავრაცია, – ამ კატეგორიას მიეკუთვნება: ტილოზე, ქაღალდზე, ხეზე შესრულებული ხელოვნების ნიმუშები, მინის, კერამიკის, ლითონის, ქსოვილის ნივთები და სხვა;

ტრადიციული რეწვის, მასალის დამუშავების, ხელოსნობის, რეცეპტების შენარჩუნება და გაზიარება;

ტრადიციული ცოდნის, ფოლკლორის, ზეპირი გადმოცემებისა თუ საგვარეულო ტრადიციების შენარჩუნება, კვლევა და გავრცელება.

ოთხივე კატეგორიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მომდევნო პოსტების სახით.

გამარჯვებულებს გამოვლენს, მემკვიდრეობის დარგთან დაკავშირებული პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 25 აპრილისა.

❔კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ +995 599 37 37 28.

_________

კონკურსი ,,ჩემი მემკვიდრეობა” საქართველოს ეროვნულმა ფონდმა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით პირველად 2019 წელს გამოაცხადა. გამარჯვებულთა შორის იყვნენ რაჭის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მაცხოვრებლები.

საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia

docs.google.com

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading