გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა
- მინისტრმა ინფორმაცია მოისმინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.
- დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს რეგიონული სამსახურების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.
„სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის მიმართულებებია, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული ფუნქციონირება პრიორიტეტია. ინფრასტრუქტურა, შესაბამისი კვლევების ხელმისაწვდომობა და პროფესიონალი კადრები ქმნიან შესაძლებლობას, რეგიონის მოსახლეობამ მიიღოს საჭირო მომსახურება, ასევე, რეგულარულად განვახორციელოთ ბაზარზე არსებული პროდუქციის შემოწმება, ცხოველთა ვაქცინაცია, პესტიციდების და აგროქიმიკატებისხარისხის კონტროლი, საკარანტინო მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, რაც, წარმოების ხელშეწყობის და აგროპროდუქციის ხარისხის გარანტიაა და, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.




