რუსთავის მერია ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავ მსვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ 17 მაისს, 14:00 საათიდან დაიწყება მეგობრობის გამზირის და ცურტაველის ქუჩის კვეთაზე არსებული გმირთა მოედნიდან, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება მეგობრობის გამზირის N2 -დან ძველი რუსთავის მიმართულებით(ცენტრალური ხიდი, კოსტავას გამზირი, ფიროსმანის ქუჩა, ოდიშარიას ქუჩა, წმ. ნინოს ქუჩა).
საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება გზის კონკრეტულ მონაკვეთზე მსვლელობის დასრულებამდე.
საავტომობილო მოძრაობა, ასევე, 13:30 საათიდან შეზღუდული იქნება თავგორაშვილის სახელობის ქუჩიდან ძველი რუსთავის მიმართულებითაც.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან აღინიშნება.