ისრაელის საერთაშორისო ქალთა კლუბის (IWC – International Women’s Club) პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი – ნინი გოგორიშვილი აირჩიეს
აღსანიშნავია, რომ ისრაელის საერთაშორისო ქალთა კლუბი აერთიანებს ისრაელში მოქმედ დიპლომატიურ მისიებში წარმოდგენილ ქალ დიპლომატებს, დიპლომატების მეუღლეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კლუბის პრეზიდენტის პოზიცია ფუნქციონირებს როტაციის პრინციპით – ერთ წელს პრეზიდენტად ირჩევა ისრაელის წარმომადგენელი, ხოლო მომდევნო წელს – უცხოელი წარმომადგენელი.
ნინო გოგორიშვილი ისრაელში საქართველოს ელჩის – ზაზა კანდელაკის მეუღლეა.
