გადახდების ინფრასტრუქტურული გაძლიერებისა და მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მიზნით, ეროვნულ ბანკს World Bank-ის ექპერტთა დელეგაცია ეწვია
მისიის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერი მიგელ სანჩესი ხელმძღვანელობდა, საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების მიმდინარე პროექტებს. ყურადღება გამახვილდა მათ მნიშვნელობასა და სარგებელზე, ასევე სამომავლოდ სხვა ქვეყნების სისტემებთან ინტეგრაციის საკითხებზე.
მისიის ფარგლებში. სპეციალურად სებ-ის თანამშრომლებისთვის მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს ვორქშოპების სერია, რომლის მთავარი მიზანი ახალი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia




