ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონია!

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი (-74 კგ) ჩემპიონი გახდა!
🏆 ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე კინწურაშვილმა გზა წარმატებით გაიარა — დაამარცხა ავსტრიელი და ჩეხი სპორტსმენები, ხოლო ნახევარფინალში ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელთან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.
კიდევ ერთი წარმატება ქართულ ტაეკვონდოში!