სართიჭალაში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა!

სართიჭალაში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა!გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული აქტივობების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს.

🏆 ტურნირის ფინალში „იმერლებმა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს „ცენტრი“ და გამარჯვება მოიპოვეს!


🥇 მონაწილე გუნდები მედლებით, სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
🎉 ტურნირი უკვე მეცხრედ ჩატარდა და წლების განმავლობაში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სპორტისადმი ინტერესის წახალისების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.

