ახალი გზა და ხიდი მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის დასაკავშირებლად!

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი იწყებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ქსანი-სასხორის 2.9 კმ გზა და აშენდება ახალი 389-მეტრიანი ხიდი მდინარე მტკვარზე.
💰 სამუშაოების ღირებულება – 20 მილიონი ლარი, დაფინანსება – სახელმწიფო ბიუჯეტიდან.პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კავშირს.
🔹 პროექტი:
• გააუმჯობესებს კავშირს ქვემო ქართლს, შიდა ქართლს და მცხეთას შორის
• განტვირთავს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს
• შექმნის ახალ, უფრო მოკლე მარშრუტს ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით
• წაახალისებს ქსნის სამრეწველო ზონის განვითარებას


ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას. ამავდროულად, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი.
🚗 ახალი ინფრასტრუქტურა ნიშნავს უკეთეს გადაადგილებას, განვითარებულ ლოჯისტიკას და ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში.