ახალი გზა რუსთავის გარეუბანში!
რუსთავის ჭყონდიდელის უბანში, ზედგენიძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პირველად მისცემს შესაძლებლობას მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდნენ.
🔹 პროექტის ფარგლებში:
• მოეწყო საავტომობილო გზა
• განახლდა ტროტუარები და ბორდიურები
• დამონტაჟდა გარე განათება
• მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება
📍 პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ადგილობრივებს უკვე წარუდგინა დასრულებული სამუშაოები.
ჭყონდიდელის უბანში 11 შიდა ეზოსა და 3 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – მთლიანობაში, 65 000 კვ.მ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა!
