გარდაბნელი სპორტსმენის წარმატება პოლონეთის ღია პირველობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტსმენმა, აივენგო რიკაძემ, პოლონეთში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რიკაძემ წარმატებით იასპარეზა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სპორტსმენებთან და ფინალამდე გასვლით მნიშვნელოვნად წარადგინა როგორც საქართველოს, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
🏆 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო სპორტსმენს მიღწეული წარმატებისათვის ულოცავს და მომავალ სპორტულ ასპარეზობებში წარმატებებს უსურვებს.