საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯოზეფ აუნს

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივი კავშირების განვითარების მიზნით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading