ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ძიუდოისტმა ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ფინალში სერბ ველიჩკო ვარმიჩიჩთან დაძაბული შეხვედრა დათმო და მეორე ადგილზე გავიდა.

ამ ეტაპზე ეს საქართველოსთვის მესამე მედალია მიმდინარე ოლიმპიადაზე. ბრინჯაოს მედლები უკვე მოიპოვეს საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ).

ოლიმპიური ფესტივალი 21-26 ივლისს იმართება და მასში 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო და სპორტული ტანვარჯიში) 36 სპორტსმენი ასპარეზობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading