პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა მათ უმნიშვნელოვანესი მიღწევები მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეროვნული საქმისათვის გაწეული ღვაწლისთვის.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცათ სპექტაკლ „ექვთიმეს“ განხორციელებისთვის: ვასილ ჩიგოგიძეს, გოჩა კაპანაძეს და ლომგულ მურუსიძეს. პრემიის ლაურეატები გახდნენ აგრეთვე ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებელი რამინ მიქაბერიძე სიმღერებისთვის: „ჩვენ მშვიდობა“, „ლატარია,“ „მე რუსთაველი,“ „მივალ გურიაში“ და პოეტი ბელა შალვაშვილი – ირანული ეპოსის, ფირდოუსის პოემა „შაჰნამე“-ს თარგმნისთვის.

საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ აკადემიკოსებს ალექსანდრე ნერსესიანს და გიორგი ჯაფარიძეს ნაშრომთა ციკლისათვის – „კვანტური ფაზური გადასვლები დაბალგანზომილებიან ძლიერ კორელირებულ და ფრუსტრირებულ სისტემებში“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading