მარნეულში აზერბაიჯანული ხალიჩების გამოფენა „ორნამენტები წარსულიდან“ გაიმართა

24 ივლისს,მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში გაიმართა აზერბაიჯანული ხალიჩების გამოფენა სახელწოდებით – „ორნამენტები წარსულიდან“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული აზერბაიჯანული ხალიჩების ნიმუშები, რომლებიც ვიზიტორებს კულტურულად მდიდარ ორნამენტებსა და ძველ სამყაროს ესთეტიკას აცნობდა.


ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა აშუღი ქალი თინა-ნარგილე მეხთიევა, რომლის შესრულებამ დამატებითი ფერი შესძინა ღონისძიების ატმოსფეროს და ეთნოკულტურულ ტონში კიდევ უფრო გააღრმავა აუდიტორიის გამოცდილება.

