რევაზ მჭედლიშვილი MMA-ს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორია

აბუ-დაბიში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ მჭედლიშვილმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მჭედლიშვილმა ტურნირის ფარგლებში ოთხი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ნახევარფინალში, ფინელ რიკარდ კალიონიემისთან დაპირისპირება დათმო.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე სამი მედალი აქვს მოპოვებული: ოქროს მფლობელია შიო გენჯაძე (40 კგ), ვერცხლის მედალს კი შაკო მესხი (44 კგ) ფლობს. ჩემპიონატი კვლავ გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading