ისტორიული გამარჯვება – საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა!

სტამბოლში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე ანა ჯაფარიძემ საქართველოს სპორტის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა – ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა!

ეს მედალი პირველია, რომელიც საქართველომ ამ პრესტიჟულ ტურნირზე ისტორიაში მოიპოვა. ანას წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება, რომ ოქრო ფინალში, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელთან დაპირისპირებაში მოვიდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე 9 სპორტსმენით მონაწილეობს და სამ სახეობაშია წარმოდგენილი. ტურნირი 28 ივლისამდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი პარასპორტსმენების წარმატებები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

ანა ჯაფარიძის გამარჯვება არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატებაა, არამედ მთლიანი ქართული პარასპორტის წინსვლის ნათელი მაგალითიცაა!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading