,,შეხვედრა გავმართე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ალი ასადოვთან”-მიხეილ ყაველაშვილი

,,დღეს, ბაქოში შეხვედრა გავმართე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ალი ასადოვთან.

განვიხილეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რეგიონულ და საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობა.

ყურადღება გავამახვილეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდის კუთხით.

შეხვედრაზე ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading