მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისამილოვი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, სადაც სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხები განიხილეს. სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა.  შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტისთვის საჭირო ტერიტორიის შერჩევასა და პროექტის…

წაიკითხეთ მეტი

თბილისისა და გარდაბნის ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკისთვის განაშენიანების გეგმა მზადდება

„ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის №234 დადგენილებით (შემდგომში – №234 დადგენილება) მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის ფარგლებში, კერძო ინიციატივის საფუძველზე იწყება ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკში, განაშენიანების გეგმის შემუშავება. საპროექტო არეალი, რომლის ფართობიც 6 335 813.3 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კრწანისის ტყე-პარკში,…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროში სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე იმსჯელეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე იმსჯელეს სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტისთვის შესაბამისი ტერიტორიის შერჩევასა და პროექტის მოსამზადებლად საჭირო პროცედურებზე. მხარეებმა ასევე აღნიშნეს საზოგადოების ინფორმირების, დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნის საკრებულომ გეგმიურ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა

30 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, გეგმიური სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილებები მიიღეს. სხდომაზე ცვლილებები შევიდა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესსა და მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში. ასევე, საკრებულომ წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოება, მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერის მოადგილის თანამდებობა თეონა ფარჯიანმა დაიკავა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მეორე მოადგილედ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თეონა ფარჯიანი დაინიშნა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას უახლოესი დღეებიდან შეუდგება.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსთან, იოანე ლაშხთან ერთად, მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრის ბენეფიციარ ბავშვებს სათამაშოები და სასწავლო-განმავითარებელი მასალები გადასცა. ინიციატივის მიზანია ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განახლება და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება….

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

მიმდინარე წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ილია სარსევანიძის ხსოვნას. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი, მათ შორის: დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს წევრებმა განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღეს.

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ აღინიშნა

ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას, კონცერტს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ჯგუფ ,,ეგარის“ კონცერტი, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სპორტული აქტივობები ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. ფესტივალის დასკვნით ნაწილში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკულაში წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა სოფელ ახკულაში მიმდინარე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკულაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 160-მეტრიანი ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო და 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა წყალმომარაგების ქსელი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ახკულაში 60 ოჯახი უსაფრთხო და უწყვეტი სასმელი წყლით…

წაიკითხეთ მეტი

სოფელ კრწანისში სასმელი წყლის დაბინძურების საკითხზე რეგიონული განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სასმელ წყალში ნავთობის მინარევების შერევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დაბინძურების გამომწვევი მიზეზები, არსებული მდგომარეობა და მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც პრობლემის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ისახავს მიზნად. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »