ბოლნისის სადელეგატო ბიუროში დავით შერაზადიშვილი მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.

ბოლნისის სადელეგატო ბიუროში დავით შერაზადიშვილი მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. შეხვედრის ფარგლებში მოქალაქეებმა საკუთარი საჭიროებები და არსებული გამოწვევები წარმოადგინეს. მონაწილეებმა ერთად განიხილეს მათი გადაჭრის შესაძლო გზები და ის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია ხელს უწყობს მათი საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებას და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის დაგეგმვას.

წაიკითხეთ მეტი

დმანისში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ დმანისში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გუნდებისა და მსაჯების ოთახები, გასახდელები, საშხაპეები და ტექნიკური სათავსოები. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დმანისში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შექმნასა…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბანში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ გარდაბანში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გუნდებისა და მსაჯების ოთახები, გასახდელები, საშხაპეები და ტექნიკური სათავსოები. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს გარდაბანში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის სპორტული გარემოს გაუმჯობესებასა და ადგილობრივი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილია სახაზო ონკანების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობისას, 6 ივლისის 06:00 საათიდან 9 ივლისის, 09:00 საათამდე, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: ქალაქი მარნეული, ახკულა, იმირი, ხიხანი, წერეთელი, იმირჭალა, დიდი მუღანლო, ნორგიული, წითელისოფელი, ლეჟბადინი, ბაილარი, დაშტაფა, ქეშალო,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეებთან მორიგი მიღება გამართა. შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა მერს მათთვის აქტუალური საკითხები და საჭიროებები გააცნეს. დაურ ისმაილოვმა თითოეული მოქალაქის მიმართვა მოისმინა და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით პრობლემების გადაჭრის გზები განიხილა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათს, 11:00-დან 16:00 საათამდე იმართება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას პირადად…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.

მერის განცხადებით, ეროვნული გამოცდები ახალგაზრდების ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, სადაც მათ მიერ გაწეული შრომა და მიზანსწრაფვა კონკრეტულ შედეგში უნდა აისახოს. „დღეიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი თავი იწერება – ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დაიწყო. ეს არის დრო, როდესაც თქვენს მიერ გაწეული უზარმაზარი შრომა და მიზანსწრაფვა კონკრეტულ შედეგად უნდა იქცეს,“ – აღნიშნავს დაურ ისმაილოვი. მისივე თქმით,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს

ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. როგორც ამირან გიორგაძე აღნიშნავს, გამოცდები ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია და დარწმუნებულია, რომ ისინი მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის განვითარებაში. „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა თანამშრომლებს მერის ახალი მოადგილე თეონა ფარჯიანი წარუდგინა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა მერიის თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე, თეონა ფარჯიანი ოფიციალურად წარუდგინა. თეონა ფარჯიანს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო და ამ დრომდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. მერმა ახალ მოადგილეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი პროფესიული გამოცდილება მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნის საკრებულოს წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

30 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ ხაჩიძე მონაწილეობდა. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის რისკების შეფასების პანელის“ შესახებ და მიღებულ იქნა „ოსლოს დეკლარაცია“, რომელიც ეფუძნება ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერების პრინციპებს. სხდომაზე დელეგატებმა ადგილობრივი დემოკრატიის მონიტორინგის შედეგები, თვითმმართველობის…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სტუდენტების მგზავრობის დაფინანსება გაზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16-ვე საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის ყოველთვიური მგზავრობის დაფინანსების გაზრდა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაფინანსების ოდენობა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს, რომ სახალხო დღესასწაული „მარნეულობა“ მიმდინარე წელს სექტემბერში…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »