საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფონდში იქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც შეისწავლის იმ დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს. საპენსიო ფონდი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, შესაბამისი განცხადებით მიმართონ ფონდს. დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია განხილული იქნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ფონდში განმარტავენ,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა გააცნო. საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები მარნეულის მერიას ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული დაათვალიერეს, გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია მერიის ფუნქციების,…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ გამარჯვებაში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება როგორც შენობის შიდა, ისე გარე სივრცეები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სოფლიდან გაუსვლელად, თანამედროვე და მოწესრიგებულ გარემოში მიიღოს მუნიციპალური მომსახურებები. მუნიციპალიტეტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საცხოვრებელი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით იასპარეზეს

23 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“-ის გალა კონცერტი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი და ბავშვთა ვოკალური სტუდიის სოლისტები – ანდრია მიშველიძე, ელენე ბაბილოძე და ლიზი მიშველიძე. მონაწილეებმა სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ფოლკლორული გუნდების ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტის“ ჯილდო მარნეულის…

წაიკითხეთ მეტი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის ფარგლებში ახალი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქსელებმა დაიწყეს მომხმარებლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები, საოჯახო კალათის…

წაიკითხეთ მეტი

35 წლის ნინო მუჯირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმის მხრიდან შესაძლო სამედიცინო შეცდომებზე საუბრობენ

ნინო მუჯირის ოჯახის წევრების თქმით, ქალი საშვილოსნოს პოლიპის მცირე ოპერაციის შემდეგ გართულებების გამო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ახლობლები ამტკიცებენ, რომ ოპერაცია ლიცენზია შეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა და მოგვიანებით სეფსისი განვითარდა. ოჯახი კლინიკისა და სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების შედეგები ამ ეტაპზე…

წაიკითხეთ მეტი

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად იალღუჯის მთა და ორი პოტენციური ტერიტორია დაათვალიერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია და იალღუჯის მთაზე მდებარე ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილი ტერიტორია დაათვალიერა. დღეისათვის საქართველოში სახიფათო ნარჩენების…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად საქართველოში თურქეთის ახალ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს, შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მერმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, საინვესტიციო შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ სამუშაო შეხვედრა გამართა „ენერგო-პრო ჯორჯიას“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საქართველოს მელიორაციის ადგილობრივი სერვისცენტრების წარმომადგენლებთან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერ გიორგი კეკელიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელ გია ყიფიანთან და საქართველოს მელიორაციის ბოლნისისა და დმანისის სერვისცენტრის მენეჯერ რეზო რაქვიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის, სასმელი და სარწყავი წყლის უწყვეტ და ხარისხიან…

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია საქართველოში თურქეთის ახალ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს, შეხვდა.

რწმუნებულმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის მრავალფეროვნება და სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სახელმწიფო რწმუნებულმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს დეტალურად გააცნო ქვემო ქართლის სპეციფიკა, ხაზი გაუსვა მის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას,…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »