რუსთავის ცენტრალურ პარკში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური გარბენი გაიმართა

23 ივნისს მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში ტრადიციული, სიმბოლური გარბენი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და სპორტის მოყვარულებთან ერთად, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ და მისმა მოადგილემ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა მიიღეს. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებაა. ცნობისთვის, ოლიმპიური საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლიდან…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს. „ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგადატანილი და წარუშლელი ისტორია გვაკავშირებს. ბოლო დღეებში შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენებს. ყველა განსაკუთრებით შეგვძრა ინგუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ….

წაიკითხეთ მეტი

ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის მისია საქართველოში თვითმმართველობის მდგომარეობას აფასებს

ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის პრინციპების შესრულების, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მონიტორინგის მისია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მისიის პირველი შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ოფისში გაიმართა. მონიტორინგის ჯგუფის წევრები – ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ანდერს კნაპე, რეგიონული დემოკრატიის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში. ასევე დამტკიცდა ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. გარდა ამისა საკრებულომ მოიწონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი. წარმოდგენილი საკითხები მერიის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა 23 ივნისს დაგეგმილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ დროულად და პასუხისმგებლობით განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან თითოეული გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის საკრებულოში სოციალური მხარდაჭერის პროგრამების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიამ განიხილა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია სოციალური პროგრამების დახვეწა, ბენეფიციარებისთვის მხარდაჭერის გაუმჯობესება და მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა. ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ად მიმდინარეობს

სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში, მდინარე ალგეთზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდინარის კალაპოტის ორივე ნაპირზე, ჯამში 28 მეტრის სიგრძის დამცავი კედელი მოეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 87 568 ლარია. პარალელურად, სამუშაოები დაიწყო სოფელ ზემო ყულარში სადაც შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 3 ქუჩაზე, ჯამში 2 ათას 380 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

26 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართება. აქცია 11:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და Blood Collection Center-ის ორგანიზებით. სისხლის დონაციის მსურველ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ექიმის კონსულტაცია და ადგილზე ჩაიტარონ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

წაიკითხეთ მეტი

დმანისში ახალი ტურისტული ცენტრი, სვანური კოშკი და მაჩუბი შენდება

დმანისის მუნიციპალიტეტში სვანური კოშკისა და მაჩუბის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილიმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში შენდება 18-მეტრიანი სვანური კოშკი, რომელიც კომპლექსის მთავარი ღირსშესანიშნაობა იქნება. ასევე მოეწყობა ორსართულიანი მაჩუბი, სადაც ტრადიციული ეთნოგრაფიული სივრცე განთავსდება. ვიზიტორთა კომფორტისთვის გათვალისწინებულია ღია ფანჩატურისა და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი №5 საჯარო სკოლაში გამართულ სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლაში გამართულ სასწავლო წლის შემაჯამებელ საზეიმო ღონისძიებას – „წლის ბოლო აკორდს“ დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს. დაურ ისმაილოვმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სკოლა თავადაც აქვს დამთავრებული, რის გამოც ღონისძიება მისთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო. მან სასკოლო წლები და მშობლიურ სკოლაში…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »