დმანისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ სამუსიკო სკოლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

17 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ა(ა)იპ „დმანისის სამუსიკო სკოლის“ მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ანგარიშის ფარგლებში განხილული იყო სკოლის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და მიმდინარე საქმიანობა შეაფასეს.

წაიკითხეთ მეტი

პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას და მას დეზინფორმაცია უწოდა. უწყების ინფორმაციით, ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით და სრულად სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით. ,,ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს….

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში სტუდენტური პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ დასრულდა

რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ საკრებულოს იმიტირებული სხდომით დასრულდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები შესაბამისი პროცედურების დაცვით აირჩიეს. პროექტის მონაწილეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილი მიმართა და ქალაქის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თქვენი აქტიურობის, ინტერესისა და ჩართულობის ხილვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დღეს, როდესაც…

წაიკითხეთ მეტი

ფშავი და არაგვი – „შემოიარე საქართველოს“ პირველი თავგადასავალი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის პროექტის „შემოიარე საქართველო“ მე-9 სეზონის პირველი ტური ფშავში გაიმართა. მონაწილეებმა არაგვზე ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა და აქტიური, თავგადასავლებით სავსე დღე გაატარეს. პროექტი ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საინტერესო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. 🚣🏿‍♂️🏞️

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქვემო ქართლის ნაკრების შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის 9 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათ ღირსეული შედეგები აჩვენეს და რეგიონის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. შეხვედრისას მერმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის, ხოლო მომავალ საქმიანობაში…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დიდ მუღანლოსა და იმირში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ დიდი მუღანლო-სა და იმირი-ში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფელ დიდ მუღანლოში შიდა გზების რეაბილიტაცია 5 ქუჩაზე განხორციელდება, სადაც ჯამში 1 782 გრძივი მეტრი გზა მოწესრიგდება. პროექტის ღირებულება 639 042 ლარია. სოფელ იმირში კი რეაბილიტაცია 4 ქუჩას ჩაუტარდება, რომლის ფარგლებში 1 242 გრძივი მეტრი გზის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატის, დავით ნავერიანის, ხსოვნისადმი მიძღვნილ XI ტურნირს მასპინძლობს ძიუდოში

საზეიმო გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ესწრებოდა. ზამურ ჭითანავამ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში წარმატება უსურვა. ორდღიან ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ასევე, დაწესებულია დავით ნავერიანის სახელობის გარდამავალი თასი, რომელსაც 60 კილოგრამ…

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კარაბულახში მინი სპორტული მოედანი მოეწყო

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად დაათვალიერა. მოედანზე ხელოვნური საფარი დაიგო. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 93 000 ლარის ფარგლებში განხორციელდა. დმანისის მერის განცხადებით, ახალი სპორტული მოედანი ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილესთან ცირა ნაფეტვარიძესთან, ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსთან მირანგულა ლიპარტელიანთან ერთად პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონში პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. საქართველოს მთავრობის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია სკოლისა და სოფლის ისტორიის, კულტურისა და განვითარების შესახებ. ასევე გაიმართა სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეებმა საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და პატრიოტული სიმღერები შეასრულეს. გიორგი სვანიძემ სკოლის დირექტოს, პედაგოგებსა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »