გარდაბანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, შალვა გურულიშვილმა და ფუად მირზოევმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაკლიის, ყარათაკლიისა და ყარაჯალარის მოსახლეობასთან გამართეს.

შეხვედრების მიზანია სოფლებში არსებული საჭიროებების გამოვლენა და ადგილობრივებთან ერთად პრიორიტეტული პროექტების შერჩევა, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის 662 000 ლარია გამოყოფილი. პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები 19 თებერვლამდე გაგრძელდება და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის 40 სოფელში გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading