ნინო ლაცაბიძე: წყალმომარაგების პროექტები ქალაქის განვითარების გეგმასთან სრულ თანხვედრაში უნდა იყოს

10–11 თებერვალს თბილისში, Aqualia-სა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით, წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.

ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ წყალი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმდიდრეა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და Aqualia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სანტიაგო ლაფუენტემ.

ფორუმს დაესწრო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რომელმაც პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა რუსთავში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე.

მისი განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის პროექტები სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ქალაქის განვითარების იმ გეგმასთან, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ერთობლივად აქვთ განსაზღვრული და რომელიც რუსთაველებისთვის თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას ემსახურება.

ფორუმზე იმსჯელეს წყლის რესურსების მართვის, მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო ოპერატორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის საკითხებზე.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სემეკის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading