მცხეთა-მთიანეთში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის ორი ნარკორეალიზატორი.
გამოძიების მიხედვით, დაკავებულები არიან 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც., 1983 წელს დაბადებული მ.მ., ასევე წარსულში ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს დაბადებული კ.კ.
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტზე რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები მოიპოვა. დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და „კანაფი“.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.