პროკურატურამ ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზების მუხლით ბრალი წაუყენა
პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გამოძიება ეხება უკანონო შემოსავლების მიღებას.
მანამდე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ თქვა, რომ ღარიბაშვილი დაკითხვისას სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება.
17 ოქტომბერს ჩატარდა ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებლებში, სადაც ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტები და დიდი ოდენობით ფული.