ბათუმში ორი პირის დაჭრისა და მუქარის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით სამი პირი დააკავეს – წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.დ. (1983 წ.), ო.ჯ. (1983 წ.) და ხ.ა. (1984 წ.).

გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ოქტომბერს ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, დაკავებულებმა ი.დ.-მ და ო.ჯ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს მამა-შვილს – მ.ფ.-ს (დ.1982) და გ.ფ.-ს (დ.2005), ხოლო ხ.ა.-მ დაპირისპირებისას მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაშავებულები გადაყვანილი იქნენ კლინიკაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მალევე დააკავეს.
🔹 დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
🔹 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading