საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შერეული საბრძოლო ხელოვნების იუნიორებისა და სენიორების ეროვნულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
შეხვედრაზე საქართველოში MMA-ს განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა.
სერბეთში IMMAF-ის ეგიდით გამართულ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა რვა მედალი მოიპოვეს.
სენიორებს შორის ჩემპიონობა იზეიმა რამაზან მალაკოევმა (70,3 კგ), ლექსო საბანაძემ (+97 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, კობა ჭუმბურიძე (61,2 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. იუნიორებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა შაინიძემ (65,8 კგ).
18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი პირველმა (56,7 კგ), ვიცე-ჩემპიონი გახდა ოთარ ბერიძე (52,2 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ნინი ცქვიტარიამ (56,7 კგ) მოიპოვა. 16-წლამდელებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელენე გლურჯიძემ (48 კგ)