გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წლების განმავლობაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე, ასევე, ცხოველთა იდენტიფიკაციის, სურსათის უვნებლობის, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ჰაერის ხარისხის, ბიომრავალფეროვნების და სატყეო სექტორის მიმართულებებზე ისაუბრა.
როგორც დიდიე ტღებიუკმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა ეფექტიანი და წარმატებულია, შესაბამისად, მხარდაჭერა და კოორდინირებული მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო



