,,ამ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია პოლიციის დანაყოფები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე ექიმები, სამედიცინო პერსონალი ინტენსიურად მუშაობს”-შალვა პაპუაშვილი

„მიდის უპირველეს ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, იმისთვის, რომ დიდთოვლობისგან გამოწვეული შეფერხებები აღმოიფხვრას.

პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას ვგულისხმობ. თუმცა, იცით, რომ სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის და სიმძიმის, როგორც გურიაში და აჭარაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზე არის და თავად ხელმძღვანელობს ამ პროცესს.

ვითარებას რა თქმა უნდა, ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება და აქედან გამომდინარე, არის ხოლმე ხელახალი გაწმენდითი სამუშაოების. ამდენად, რთულია მუშაობა ასეთ პირობებში.

მაგრამ იცით უკვე, გუშინ საღამოსაც მოვისმინეთ, დღესაც ვნახეთ განცხადებები, რომ ბევრ სოფელთან კავშირი უკვე აღდგა. მიდის გაწმენდითი სამუშაოები, ყველას, ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის პირველადი საჭიროების სხვადასხვა საგნების, შესაბამისად მიეწოდებათ ისინი.

ამ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია პოლიციის დანაყოფები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე ექიმები, სამედიცინო პერსონალი ინტენსიურად მუშაობს. ასე რომ მთლიანად, პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიმდინარეობს სამუშაოები, რაც არის საჭირო”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading