იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პ.ყ. დააკავეს.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. გარდა ამისა, პ.ყ.-ის მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან დამატებით ამოღებულია კიდევ 4 შეკვრა იმავე ნარკოტიკული საშუალებისა.

სულ პოლიციამ 31 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“ ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading