ქვემო ქართლში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების პოლიგონი მაისიდან ამოქმედდება
საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაეცნო.
როგორც მიხეილ გოგოლიძემ აღნიშნა, ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ოპერირება 2026 წლის მაისიდან დაიწყება. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ქვემო ქართლის ხუთ მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
ამასთან, რეგიონში მოქმედი ძველი ნაგავსაყრელები ეტაპობრივად, კანონის შესაბამისად, დაიხურება.