რუსთავში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მეთორმეტე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი – მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. რუსთავის მერი პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა. რუსთაველ სტუდენტებთან შეხვედრა, ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და ნინო ლაცაბიძემ, მათთვის საინტერესო თემებზე…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმა, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განისაზღვრა შესასრულებელი ამოცანები, პასუხისმგებელი პირები და მათი შესრულების ვადები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები და რეკომენდაციები…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. ზამურ ჭითანავა 10 ივნისის სტიქიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად სწავლობს და აღწერს სტიქიის შედეგებს, რათა ზარალის ოდენობა დროულად განისაზღვროს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტში ენერგომომარაგების მიმართულებით არსებულ პრობლემებს. მერის განცხადებით, ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი,ზამურ ჭითანავა ბოლნისში ხიდების რეაბილიტაციისა და გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი ღიბრაძესთან, ერთად ხიდების რეაბილიტაციისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. დასრულების ეტაპზეა ქალაქ ბოლნისსა და სოფელ ხატისოფელში მდებარე ხიდების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ასფალტის საფარი და მოაჯირები, ამ ეტაპზე კი ბურჯების მობეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. სიონის ქუჩაზე მდებარე ხიდი დღეს საღამოს, ხოლო…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერი ნიზამი განჯელის მონუმენტის რესტავრაციის პროცესს გაეცნო

ქალაქ მარნეული-ში XII საუკუნის პოეტის, მოაზროვნისა და ჰუმანისტის, ნიზამი განჯელის დაზიანებული მონუმენტის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. რესტავრაციის პროცესს გაეცნო დაურ ისამილოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, რათა კულტურული მნიშვნელობის ობიექტი უმოკლეს ვადებში აღდგენილიყო. მერის თქმით, კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ძეგლების მიმართ ვანდალიზმი მიუღებელია. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაშამ სულეიმანოვი-ს მხარდაჭერისა და…

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მერი ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხებზე გამართულ რეგიონულ შეხვედრას დაესწრო

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და UN Women-ის თანამშრომლობით გამართულ რეგიონულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხები, არსებული გამოწვევები და წარმატებული პრაქტიკები განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძე შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გააცნო….

წაიკითხეთ მეტი

შინაგან საქმეთა მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს სხვების გადასარჩენად, რაც განსაკუთრებულ სიმამაცესა და თავდადებას მოითხოვს. მან ასევე მადლობა გადაუხადა მათ ოჯახებს, რომლებიც პროფესიის სირთულეებს მათთან ერთად იზიარებენ. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მერიის ეკონომიკის სამსახურის საქმიანობის ანგარიში განიხილეს

სხდომას კომისიის თავმჯდომარე ვუგარ ისაევი ხელმძღვანელობდა, ხოლო ანგარიში ეკონომიკის განვითარების და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა რატი ბაკურაძე წარადგინა. წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებად ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პროგრამების განხორციელება და მუნიციპალური სერვისების ეფექტიანი მართვა რჩება. ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნალური, სატრანსპორტო და გამწვანების სამსახურების დაფინანსებას მოხმარდა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ღონისძიებებს დაეთმო….

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანია მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად ავლენენ მაღალ პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას, ხოლო მათი წვლილი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავლენთ. განსაკუთრებულად ვაფასებ თქვენს უმნიშვნელოვანეს წვლილს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში” – აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს საბანკო ასოციაცია კიბერთაღლითობის ახალ სქემებზე მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოსახლეობას კიბერთაღლითობის ახალი სქემების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ფიქსირდება რამდენიმე მეთოდი, რომლის მიზანიც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ფინანსური ინფორმაციის მოტყუებით მოპოვებაა. ერთ-ერთი სქემა გულისხმობს WhatsApp-ის ან სხვა აპლიკაციის მეშვეობით ნაცნობი პირის სახელით ყალბი შეტყობინების გაგზავნას, სადაც მომხმარებელს ბმულზე გადასვლა და საბარათე მონაცემების შეყვანა ეთხოვება. შედეგად, თაღლითები ანგარიშებზე წვდომას იღებენ. მეორე…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »