📚 „ხაშურის წიგნის ფესტივალი“ 12 ივნისს, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში, წიგნის მოყვარულებს უმასპინძლებს 📚

2026 წლის 12 ივნისს ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში, გაიმართება „ხაშურისწიგნის ფესტივალი“ – მასშტაბური კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიცწიგნის, ლიტერატურისა და კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება.ფესტივალი 12:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე მრავალფეროვანი პროგრამითგაგრძელდება. ღონისძიება გააერთიანებს გამომცემლებს, მწერლებს, მკითხველებსა და წიგნისმოყვარულებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ათზე მეტი გამომცემლობა, რომლებიცდამთვალიერებლებს მრავალფეროვან ლიტერატურას, ახალ გამოცემებსა და სპეციალურშეთავაზებებს წარუდგენენ.ფესტივალის ფარგლებში გაიმართება წიგნების პრეზენტაციები,…

წაიკითხეთ მეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გარდაბანში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს ეწვია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან და გარდაბნის მერთან დავით კარგარეთელთან ერთად სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი და გაფართოებული საწარმოები მოინახულა. მინისტრი გაეცნო მეღვინეობა მარნაველის საქმიანობას, რომელიც პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით ფართოვდება, ასევე მაღალტექნოლოგიური საწარმოს – ნუტრიმაქსის წარმოებას, რომლის პროდუქცია ადგილობრივ ბაზართან ერთად ექსპორტზეც გადის. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბანში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე თამარ ხაჩიძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს, მათ შორის საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება, სამოქმედო გეგმის განხილვა, სატელევიზიო მხარდაჭერის საკითხი და უახლოესი ღონისძიებების დაგეგმვა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ქალთა და ბავშვთა მხარდაჭერის მიმართულებით…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება უკვე დასრულდა დაბა კაზრეთში N97/3 და ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N1-ში, მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშოები უტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩა N9-ში, N11-სა და N39-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებს. უახლოეს პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით ჩართვისთვის ოჯახებს მადლობა გადაუხადეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს ორგანიზებით, მარნეულში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მერი დაურ ისმაილოვი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2025 წლიდან წვევამდელთა სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში განხორციელდება და მისი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში წვევამდელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მარნეულის განყოფილების ორგანიზებით წვევამდელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომლებმაც ნებაყოფლობით აირჩიეს სამხედრო სამსახური, მადლობის წერილები გადაეცათ. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გადაწყვეტილების მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში.

წაიკითხეთ მეტი

ავარიაში მოყოლილი 8 წლის ბიჭი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

4 ივნისს თელავში კვადროციკლით მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება. ბავშვის დედის, ხატია დუდაური, ინფორმაციით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სედაციის ქვეშაა, თუმცა ექიმები მის მდგომარეობაში დადებით დინამიკას ხედავენ. დედის თქმით, ბავშვს თავის ქალისა და სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებები აქვს, რის გამოც სამომავლოდ შესაძლოა საზღვარგარეთ მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდეს. ამ…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში გიორგი ლეონიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სანიაღვრე ქსელის მოწყობა მესხიშვილის ქუჩის კვეთიდან ფანცულაიას ქუჩის კვეთამდე, ხოლო დარჩენილ მონაკვეთზე გზის საფარის მოფრეზვა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი. პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, ველობილიკის, პარკინგის, მწვანე სივრცეების, გარე განათების,…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ მერიის სამსახურების საქმიანობა განიხილა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მერიის სამსახურების საქმიანობა მოისმინეს და განიხილეს. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა კომისიის წევრებს სოციალური პროგრამების მიმდინარეობისა და მოსახლეობის მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. განათლების, კულტურისა და სპორტის…

წაიკითხეთ მეტი

დმანისში სოციალური მიმართულების რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაის ინიციატივით, დმანისში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული საკითხები და წარმატებული გამოცდილებები განიხილეს. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დმანისის ბავშვთა დღის და ადრეული განვითარების ცენტრსა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »